ხობელი მოსწავლე რეგიონალური პირველობის გამარჯვებულია

ზუგდიდში მიმდინარე სპორტულ ფესტივალზე - „cync სპორტი ბარიერების გარეშე“ წარმატებით იასპარეზა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლუკა გულუამ, რომელმაც 60 მეტრზე რბენაში პირველი ადგილი დაიკავა. ხობელი მოსწავლე რესპუბლიკურ პირველობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 21 ივლისს ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ გაიმართება. სპორტული ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.