დასუფთავების აქცია ხეთის სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით

ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „ტყის მცველნის“ ინიციატივითა და ორგანიზებით მოეწყო დასუფთავების აქცია. სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა კარსტული წარმოშობის ტბის-პაპანწყვირეს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 
9 ივლისს, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით გაიმართება მორიგი ღონისძიება - ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.