სასკოლო ტურნირი ბილიარდში


ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკის I სართულზე, ბილიარდის დარბაზში დაიწყო სასკოლო ტურნირი ბილიარდში.

სპორტული ღონისძიების ფინალური მატჩები 2 ივნისს გაიმართება.