ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა


21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილება: მცირდება ბიუჯეტის ხარჯები 178,3 ლარით, კერძოდ: 36,3 ათასი ლარით მცირდება აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ასიგნებები; 114,5 ათასი ლარით - პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებები; 18,0 ათასი ლარით მცირდება პრიორიტეტის „განათლება“ ასიგნებები; 3,0 ათასი ლარით - პრიორიტეტის „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნებები; 6,5 ათასი ლარით მცირდება პრიორიტეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ასიგნებები. გამონთავისუფლებული 178,3 ათასი ლარი მიიმართება პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებებზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!