ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

20 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 9 მარტის N04/831 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრის თ. აბაკელიას 2017 წლის 15 მარტის N18/04 განცხადების განხილვა:
• „ჯემალი ნადარაიასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებელი: თ. აბაკელია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრი).

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 20 მარტის N04/938 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე).

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!