21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა


21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში,  დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებრივ აქტივობებში საჯარო სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აღმზრდელები მონაწილეობდნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წელს დაწესდა. 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.