ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

27 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს წევრის, ჯემალ ნადარაიას ხსოვნას. დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების ანგარიში. რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ საშემოსავლო ნაწილში 13861,7 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 14633,4 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის საგასავლო ნაწილი იანვარ-დეკემბრის თვის შესრულების მიხედვით ათვისებულია 91,6% (გეგმა 14633,4 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება 13404,2 ათასი ლარი). საკრებულოს წევრების მიერ 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სხდომაზე მორიგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა რაც 2016 წელს იყო განსაზღვრული და გამოიყურება ასე: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის
ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, ჭალადიდის ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის შენობაში მე-2 სართულზე არსებული ფართის გაიჯარება ხორციელდება აუქციონის წესით. საკრებულოს გადაწყვეტილებით გამგებელს მიეცა ასევე თანხმობა ქ. ხობში სტალინის ქ. N6-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული ფართი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცეს შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკას“. სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც შემუშავდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის ნიმუშები. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით მოწვეულ სტუმრებს: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო -ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსს ანგული მიქავას, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხობის სერვისცენტრის უფროსს შალვა კაკაბაძეს და შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ს დირექტორს გიორგი თათარიშვილს მიეცათ შესაძლებლობა საკრებულოს წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დაქვემდებარებული დაწესებულებების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვები მათთვის საინტერესო პრობლემურ საკითხებზე, რაზედაც ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია მიიღეს კომპეტენტური პირებისგან. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა









































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!