მგფ წარმომადგენლებმა სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

ხობის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ  და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. 
გამგებლის განცხადებით: „სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ მწვრთნელებსა და მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო და სავარჯიშო პირობები ექნებათ“.
ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია: ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.