ხობელი ნიკა ჯაკონია საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

ბარსელონაში KUNLUN FIGHT - ის ეგიდით ჩატარებულ  კინგ-ბოქსინგის  საერთაშორისო ტურნირში - „კიშენკოს თასი", საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ორმა სპორტსმენმა, მათ შორის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფისა და ზუგდიდის კინგ-ბოქსინგის სკოლის მოსწავლემ ნიკა ჯაკონიამ (60 კგ. წონითი კატეგორია).
საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.