ირაკლი (დაჩი) ბერაია სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის  წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია,  პარლამენტის წევრებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,  შვედეთის აუდიტის სამსახურის მიწვევით შვედეთში სამუშაო ვიზიტს მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები შვედეთის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე გენერალურ აუდიტორს და აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდებიან და ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.