გზებზე თოვლი სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა

ხობის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარის სიღრმემ 15-20 სამტიმეტრს მიაღწია. სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. გზებზე არსებულ მდგომარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.