ბიაში დამეწყრილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ხიდ-ბოგირი, მოეწყობა დამცავი კედელი და შეკეთდება გზა.
სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი) ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 27031.44 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.