ხელოვნურად განაყოფიერებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიბადა

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორე წელია
ფუნქციონირებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს მეცხოველეობაში ჯიშთა განახლებას. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებულ ხბოს ორივე მშობლისაგან გადაეცემა საუკეთესო ნიშან-თვისებები: დედისაგან გარემოსთან და ადგილობრივ კლიმატთან შეგუება. დაავადებების მიმართ მდგრადობა და ძლიერი სხეული (მუხლი) რაც საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდეს შორ მანძილზე, ხოლო მამისაგან მაღალი პროდუქტიულობა და საუკეთესო გენეტიკა. ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო   ინვენტარი შეძენილ იქნა შპს „კავკასიის გენეტიკაში“, ხოლო ვეტერინარი ექიმი ადგილობრივი ახალგაზრდა სპეციალისტი დიმიტრი ხურცილავა გადამზადდა უცხოეთში. 
      2016 წელს ხელოვნურად განაყოფიერდა 45 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის 2 უკვე დაიბადა, ხოლო დანარჩენების დაბადებას ელოდებიან მომდევნო თვეებში. ხელოვნური განაყოფიერების პუნქტით სარგებლობა შეუძლია ხობის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრებს. პროექტით მონაწილე ბენეფიციარი იხდის მხოლოდ 10 ლარს, რომელიც წარმოადგენს მთლიანი ღირებულების 10%, ხოლო დანარჩენს ფარავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 2017 წლის იანვარში განაყოფიერებულ იქნა 9 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
     პროექტში მონაწილეობისათვის  ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს ვეტერინარ ექიმს დიმიტრი ხურცილავას ტელეფონზე 571 707239