საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

12 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღებაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. გამგეობის განმარტებით საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ N1 განკარგულებაში „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღებაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გამგებელს მიეცა თანხმობა 515292 ლარის ოდენობით სესხის აღებაზე, ხოლო აღნიშნული თანხა მოიცავდა მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილ გრანტსაც 86648 ლარის ოდენობით, რაც არ არის გამოკლებული საერთო ღირებულებაზე. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით გამგეობის მიერ წარმოდგენილ იქნა განკარგულების ცვლილების პროექტი, რომლის საფუძველზეც გამგებელს ეძლევა თანხმობა 428643 ლარის ოდენობით სესხის აღებაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.