თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მარტოხელა მოქალაქეს დღესასწაული მიულოცეს

ხობის მუნიციპალიტეტი გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, მარტოხელა შალიკო ლატარიას ოჯახს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. შალიკო ლატარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისათვის და აღნიშნა, რომ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოხვამეკარის გზაზე ბეტონის საფარის დაგება წინგადადგმული ნაბიჯია დასახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საქმეში.