30 დეკემბერს ქ. ხობში ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან  ერთად მოსახლეობას შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები, კეთილდღეობა და დღეგრძელობა  უსურვეს. 
    მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილოვბრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ასევე მოსახლეობაში არსებული პრობლემები და მათ შეძლებისდაგვარად გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. 
 














