გამგებელმა და თავმჯდომარემ მხცოვან ქალბატონს ახალი წელი მიულოცეს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 109 წლის თამარ ჯალაღონიას სახლში ეწვივნენ, დამდეგი  ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. 
გამგებელმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დამდეგი ახალი წელი, ასევე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გოდორაძეების მრავალშვილიან ოჯახს.