საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ერთმანეთს“

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, მრავალშვილიან 10 ოჯახს, საქველმოქმედო აქციის  ფარგლებში, შემოწირულობის სახით მიღებული საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
   საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ერთმანეთს“, სამეგრელო-ზემო სვანეთის დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალ - „თავისუფალი პრესის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც  მონაწილეობდნენ.