უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი „საახალწლო პაკეტი“ (ქათამი, შაქარი, კანფეტები, ნამცხვარი, ვაშლი, ლიმონათი) 54 ოჯახის 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!