საახალწლო კონცერტი

29 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კონცერტი - „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. ადგილობრივი მაყურებლის წინაშე, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები, აღსაზრდელები, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მოსწავლეები, ქართული და უცხოური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქ ხობში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, მორიგი ღონისძიება, 30 დეკემბერს - ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი და ანსამბლ „ურსას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.