სკოლა "არეამ" ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ხობის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა "არეამ" ავტორიზაცია წარმატებით გაიარა. ამის შესახებ Regioninfo-ს სკოლის ადმინისტრაციიდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.
http://regioninfo.ge/es-sainteresoa/241--.html

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!