ხეთაში გზის რეაბილიტაციისთვის 1521666 ლარი იხარჯება

26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ოხვამეკარში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ დაათვალიერეს. 
პროექტს, რომლის ღირებულება 1521666 ლარია, შპს „ლევანი“ ახლორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი, გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობას სოფლის ტერიტორიაზე გადაადგილება გაუადვილდება. მიმდინარე სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!