ტრენინგი „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ შესახებ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს  „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებისთვის,  სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნეს კონსულტანტი გიორგი დალაქიშვილი მართავს  ერთკვირიან ტრენინგს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) ფუნქციონირებისა და მოხმარების წესების შესახებ. 
„მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, შეფერხებების გარეშე, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლოს ისეთი მუნიციპალური მომსახურებებით, როგორიცაა  ფულადი სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვები, ქონების პრივატიზაცია, მიწის ლეგალიზაცია  და ა.შ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“  ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.
„ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 2015 წლის ოქტომბრიდან დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს დოკუმენტთბრუნვის ელექტრონული სისტემა; ხოლო 2016 წლის მარტიდან ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა ფულადი სოციალური დახმარების გაცემის მიმართულებით.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!