ქვემო ქვალონსა და შუა ხორგაში გამრიცხველიანების სამუშაოები მიმდინარეობს

ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“  ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების  პროცესს აქტიურად ახორციელებს. დღეისათვის, 16 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დაასრულდა გამრიცხველიანების სამუშაოები. მათ შორის,   ხამისკურსა და ზემო ქვალონში გამრიცხველიანების სამუშაო მიმდინარე წელს განხორციელდა
ამ ეტაპზე, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი, ქვემო ქვალონის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
  ქვემო ქვალონში პროექტის ფარგლებში განხორციელდება: 0,4 კვ. ქსელის სარეაბილიტაციო  და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები. სულ გამრიცხველიანდება 615 აბონენტი. რეაბილიტაციის შედეგად შეიცვლება 28470 მეტრი სადენი, დამონტაჟდება  226 ცალი რკინა-ბეტონის  საყრდენი ბოძი.
შუა ხორგაში პროექტის ფარგლებში განხორციელდება:  0,4 კვ. ქსელის სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები.   სულ გასამრიცხველიანებელია 283 აბონენტი. პროექტით გათვალისწინებულია 14813 მეტრი სადენის მონტაჟი.
ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.