საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საბიბლიოთეკო დაწესებულებებში არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. 
თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - პოეზიის საღამო - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და საერო სკოლების მოსწავლეებმა ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს და ქართული ენის, როგორც ეროვნული კულტურის დედაბოძის შესახებ ისაუბრეს.
 



















