ნორჩ მოკრივეთა წარმატება


2016 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში ხელბურთის სპორტულ დარბაზში გაიმართა ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში (2002-2003 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის).
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებთან ერთად (150 სპორტსმენი), მონაწილეობდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდი (მწვრთნელ-მასწავლებელი ე.თოდუა, თ. აბულაძე)
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ბიგვავა (76 კგ) და დათა შამათავა (59კგ).გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ჩატარდაა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით.