ნუგზარ წურწუმია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე,  2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელი ნუგზარ წურწუმია გახდა.