დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

23 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა; რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.