ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ახალი შენობა გახსნა. თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ახალ შენობაში ჭალადიდის პოლიციის განყოფილების ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორები და დეტექტივ-გამომძიებლები იმუშავებენ.