ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 15 მოქალაქეს პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩაერიცხება.
      1986 წლის 26 აპრილს,  უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე მოხდა ავარია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეოთხე ბლოკი სრულიად განადგურდა; გარემოში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური  ნივთიერება გამოიტყორცნა. ავარიის შედეგად ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება.