ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში

30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა გამგეობის მიერ გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.