24 მარტს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე პირველი ლიგის გუნდებს შორის,  საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXIV ტურის   მატჩი გაიმართა. ხობის  „კოლხეთმა" გაგრის „გაგრას" უმასპინძლა.  შეხვედრა ხობის „კოლხეთის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
   თამაშს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
 
