სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კროსში

21 მარტს ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა  და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით კროსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა   გაიმართა. ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების   გოგონათა 13 და ჭაბუკთა 15 გუნდი მონაწილეობდა.  
   გოგონათა შორის  ადგილები ასე გადანაწილდა:   III  ადგილი - ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლა, II ადგილი - ხობის N2 საჯარო სკოლა და  I ადგილი -  ხობის N1 საჯარო სკოლა. ჭაბუკებს შორის:  III  ადგილი -  ნოჯიხევის N2  საჯარო სკოლა,  II ადგილი  - ახალი ხიბულის  N2 საჯარო სკოლა და  I ადგილი -  ქვემო ქვალონის საჯარო სკოლა. 
   პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  და საკრებულომ დააწესეს.  ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,  გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  რომლებმაც გამარჯვებულ და პრიზიორ  სკოლის გუნდებს  თასები და სიგელები გადასცეს. 







































ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!