შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

17-19   მარტს,  კახეთში,  ლოპოტას ტბაზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ინიციატივით,  მუნიციპალიტეტების სპორტული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა. 
    ღონისძიების მიზანი  იყო  საქართველოს რეგიონებში მასობრივი სპორტის განვითარება, სპორტულ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის ახალი მოდელის გაცნობა (დაფინანსების წესი, აღიარების და დაფინანსების კრიტერიუმები, საბჭოს მუშაობის პრინციპი, ელექტრონული დოკუმენტაცია) სპორტის სფეროში არსებული პრობლემების გაცნობა, ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის 2016 წლის პროგრამების პრეზენტაცია და სხვა  აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა. 
    ხობის მუნიციპალიტეტიდან შეხვედრას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაია ესწრებოდა, რომელმაც  შეხვედრის  მონაწილეებს, 2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.  






ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!