ხობის მუნიციპალიტეტში თუთის ნერგები დარიგდა

საქართველში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შუა აზიიდან შემოტანილი თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების დარიგება   ხობის მუნიციპალიტეტშიც  დაიწყო.
   ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდა  ყველა დაინტერესებულ ფერმერს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და ნერგების მწარმოებელს. ხობის მუნიციპალიტეტს  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გადმოეცა 1050 ძირი თუთის ნერგი. 
   პროექტის ფარგლებში  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა  თუთის ნერგების დარგვისას გასათვალისწინებელი რჩევები გააცნეს  ბენეფიციარებს, რომელიც მათ  თუთის ბაღების გაშენებაში  და   მოვლაში  დაეხმარებათ.  
    უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით.
   მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!