,,ფოტო სინთეზი 2016’’-ის ფინალური ფოტო-გამოფენა

21 მარტს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  სასკოლო კონკურს ,,ფოტო სინთეზი 2016’-ის  ფინალური ფოტო-გამოფენა და ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა. ფინალურ  ფოტო-გამოფენაზე  ხობის მუნიციპალიტეტიდან  წარდგენილი იყო ,,ფოტო-სინთეზი-2016“ რეგიონული ტურის    საკონკურსო თემის ,,საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS ნადირობა“ ფარგლებში  გამარჯვებული ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მარიკა  კანკიასა და სანდრო ნარსიას   ნამუშევრები. ხობის მუნიციპალიტეტიდან დაჯილდოების ცერემონიალში   გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოგიტა ჩიტაია მონაწილეობდა.