ფოტო კონკურსი ,,საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS ნადირობა“

მარიკა კანკია კონკურსის გამარჯვებული(სამეგრელოს  რეგიონი)
28 თებერვალს ქ. ზუგდიდში კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN , საქართველოს პარლამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის, სამეგრელო- ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სასკოლო კონკურს ,,ფოტო - სინთეზის რეგიონული ტური გამართა, სადაც გამარჯვებული კონკურსანტები გახდნენ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ნომინანტები. 
ნარსია სანდრო - ნახევარფინალისტი
საკონკურსო თემის ,,საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS ნადირობა“ ფარგლებში ჟიურის შეფასებით 98 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიკა კანკიამ.
მეორე ადგილზე 93 ქულით გავიდა ელენე ესებუა ( ჩხოროწუ)
მესამე ადგილი მოიპოვა სალომე ფიფიამ ( წალენჯიხა)
კონკურსის ნახევარფინალისტები ხობის მუნიციპალიტეტიდან გახდნენ მარიამ ხაბურზანია, თამო ბუკია, ანი ლომაია ( თორსის საჯარო სკოლა), ზაზა კუკავა ( ხამისქურის საჯარო სკოლა) რომელთა ფოტო- ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 
საინტერესო სასკოლო სტენდები წარადგინეს :სანდრო ნარსიამ და ნანო ნარსიამ (ხეთის საჯარო სკოლა) ვაჟა
იოსავამ (ნოჯიხევის N 1 საჯარო სკოლა).
გამოფენა - კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის სახელით დააჯილდოვა კონკურსის ფინალისტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მარიკა კანკია და და კონკურსის ფინალისტი აფხაზეთის რეგიონიდან რუსუდან ძიგუა.