დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

22 თებერვალს დასრულდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ფრენბურთში. შეჯიბრი გოგონებსა და ბიჭებს შორის მიმდინარეობდა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ხობის  მუნიციპალიტეტის საკრებულო-გამგეობასა და  ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
       ჭაბუკებს შორის    ტურნირში  გამარჯვებული და შესაბამისად რეგიონის პირველობის საგზურის მფლობელები საჯიჯაოს  საჯარო სკოლის მოსწავლეები,  ხოლო გოგონათა შორის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ.

      გამარჯვებულები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს პარლამენტის წევრის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს მიერ დაწესებული  სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.