ხობში საკანალიზაციო ჭების რეაბილიტაცია დაიწყო

ქ. ხობში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია შპს „ხობი დასუფთავება და განათებამ“ დაიწყო. სანიაღვრე და საკანალიზაციო ჭების მოწყობისა და მილების ჩალაგების სამუშაოებისთვის 3800 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 არსებულ საკანალიზაციო ჭაზე განხორციელდება და ხუთ დღეში დასრულდება.