სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

26  თებერვალს  ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  სააქტო  დარბაზში  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს წარმომადგენელი ამირან ფირცხალავა,  გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია,  გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
       შეხვედრის მიზანი -  ინფორმაციის მიწოდება 2015 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ და 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტების განხილვა.
          შეხვედრაზე გამგებლის წარმომადგენლებმა გამოკვეთეს ის პრობლემები, რომლებიც პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის.  გამოიკვეთა კითხვები გაზიფიცირებაზე, საყანე მიწების შემოღობვაზე,  წყლის დაქსელვასა და გზების მოხრეშვასთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც იწვევს ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიერ საკუთარი მუშა-ხელისმოყვანა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარია.  
          გამგებლის წარმომადგენლებს  სამინისტროს არმომადგენლებმა  მისცეს  რეკომენდაციები  სოფლის კრებების მოწვევის,  შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვისა  და მათი განხორციელების შესახებ.