ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ ჩატარდა

2016 წლის 24 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა ,,ღია კარის დღე“. ღონისძიება გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აბიტურიენტებს წარუდგინა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ. მან ვრცლად ისაუბრა თეოლოგიისა და ქრისტიანული ფილოსოფიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
„ღია კარის დღის“ მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია
მიეღოთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ზემოაღნიშნული პროგრამების სტრუქტურის, სასწავლო პროცესის, შესაძენი უნარ-ჩვევების, მისანიჭებელი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. 
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი უახლოს მომავალში კვლავაც გეგმავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებთან.
www.mwbc.ge

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!