საახალწლო-საშობაო კონცერტი ხობში


30 დეკემბერს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო-საშობაო კონცერტი გაიმართა. კონცერტში კულტურის სახლთან არსებული ვოკალური, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდენ. კონცერტზე ხობელ წლის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების, სს „თიბისი ბანკის“ ხობის სერვისცენტრის, სს „ლიბერთი ბანკის“ ხობის ფილიალისა და შპს „ფიგაროს“ წარმომადგენლებმა ფულადი ჯილდოები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. საახალწლო კონცერტს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. 
საახალწლო კონცერტის დასასრულს თოვლის ბაბუამ დარბაზში მყოფ პატარებს საჩუქრები დაურიგა. ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.