გამოფენა პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს მიეძღვნა

28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოიეში ტრადიციული სტენდური კონფერენცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საგამოფენო ფორმატით კონფერენცია ყოველი წლის ბოლოს ხორციელდება.
დღევანდელი გამოფენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 
38 წლის იუბილეს მიეძღვნა. საგამოფენო სივრცეში მთავარმა სპეციალისტმა ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ დამთვალიერებლებს ფოტო და გრაფიკული მასალის შესახებ მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.






ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!