"ქართული ოცნების" საოლქო კონფერენცია ხობში


ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დღეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ხობის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
 კონფერენციაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს  მიერ ხობის საოლქო თავმჯდომარედ (საოლქო ორგანიზაციის ბიუროს თავმჯდომარედ) დელეგატების მიერ ღია კენჭისყრით  არჩეულ იქნა ვარაზ გაბედავა.
             არჩეულ იქნენ ასევე ხობის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრები,  პარტიის წევრთა ყრილობის დელეგატთა კანდიდატებად შერჩეულ იქნა ბიუროს წევრებთან ერთად ყრილობის  დელეგატები: ვარაზ გაბედავა, გოჩა ქაჯაია, ედიშერ ჯობავა, ლევან ქავთარაძე, დოდო გაბუნია, ქეთევან ოდიშარია. ხოლო პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელად გიორგი გერგაია.