ხობელი ვილენ გაბრავა მკლავჭიდში მსოფლიოს თასის მფლობელია

21-22 ნოემბერს  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ რუმიაში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა ხობელმა ვილენ გაბრავამ და 63 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ვილენი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო თასზე მკლავჭიდში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. 
        დღეს ვილენ გაბრავა და მისი მწვრთნელი კობა თუთბერიძე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა ქაჯაიას შეხვდნენ, გამგებელმა, თავის მხრივ, მიულოცა წარმატებულ სპორტსმენს დიდ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება და გააცნო სამომავლო გეგმა, ქ. ხობში კინოთეატრ „თუთარჩელა“-ს ბაზაზე,  ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც ხობელ სპორტსმენებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შემდგომ წარმატებებში.










ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!