არასამთავრობო ორგანიზაციის შეხვედრა პატარა ფოთში

19 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქოლოგიური განათლების საინფორმაციო ცენტრი თანადგომამ" პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ტრენინგი ჩაატარა. ტრენერებმა  ნანა ჯიბლაძემ და ბაჩო მანიამ ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის შესახებ ისაუბრეს. ძირითადად ყურადღება გაამახვილეს საშვილოსნოს ყელის კიბოზე და ძუძუს კიბოზე. დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები. ჩაატარეს საცდელი ტესტირება. 
მსგავსი შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებშიც განხორციელდება.