ჩაის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17 ივლისს, პარასკევს, ხობის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელმაც  საინფორმაციო შეხვედრა გამართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურთან.
დღეს, 20 ივლისს,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში გამგებელსა და გამგებლის წარმოდგენლებს შორის გაიმართა საქმიანი შეხვედრა, რომელიც  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  კერძო და სახელმწიფო სექტორში არსებული ჩაის პლანტაციების მდგომარეობას ეხებოდა. დაისვა საკითხი ჩაის პლანტაციების  ინვენტარიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რისთვისაც სოფლების მიხედვით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. სამუშაო ჯგუფები  კარდაკარ აღწერის მეთოდით შეისწავლიან კონკრეტული პლანტაციის მდგომარეობას (გაველურებულია თუ გასაწმენდი), მის ფიზიკურ და ბიოლოგიურ მდგომარეობას, მისასვლელ გზებს, პლანტაციებთან არსებული ღობეების მდგომარეობას.   პლანტაციების   რელიეფის მდგომარეობას.
სამუშაო ჯგუფები და სპეციალისტები კონკრეტულ ფართობებთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას, თუ რამდენად  ექვემდებარება კონკრეტული ფართობი აღდგენას მძიმე გასხვლით, ნახევრად მძიმე გასხვლით, სარეველების და სხვა მცენარეების გაწმენდით, ან გადაბერებულია, გატყევებულია თუ დაავადებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!