ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის თეატრში ღონისძიება მოეწყო


ფოთისა და ხობის ეპარქიისა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, ფოთში, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო. მასში სასულიერი პირები და მათი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. მათ ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. ეს უკვე რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. ღონისძიებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ნიკა გრიგოლია, გიორგი მოისწრაფიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხელისუფლების სხვა წევრები და სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტში მეზობელი ქალაქებიდან მოწვეული სასულიერო პირები და მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ ჩართული. საღამოს ფოთის თეატრმა უმასპინძლა.