გამგებელი შპს „მექანიზატორისა“ და კონტრაქტორ მექანიზატორთა მენეჯერებს შეხვდა

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ბესიკ ნაჭყებია  შპს „მექანიზატორისა“ და კონტრაქტორ მექანიზატორთა მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრეს. ხობის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიდის ხვნა-თესვის სამუშაოები, რათამცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი წარმატებულად  განხორციელდეს.