ჭალადიდის საჯარო სკოლა ინტელექტუალური თამაშის: ,,რა? სად? როდის? " ფინალურ ტურზე

სკოლის ინტელექტუალებმა 71 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლას შორის იასპარეზეს. 24 ქულა მაქსიმალური შედეგი იყო ამ თამაშში, ჭალადიდის სკოლამ 17 ქულა მოიპოვა... ჩვენი სკოლის ინტელექტუალებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ლამაზი და საინტერესო თამაში...,მართალია, საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, მაგრამ ,,ზოგჯერ ღირსეული დამარცხება გამარჯვების ტოლფასია"...
ჭალადიდის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის ინტელექტუალებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს გამარჯვებათა სიმრავლეს.